Skip to content

შემაჯამებელი ღონისძიება “დიდუბე პლაზაში”

დღეს 1 ივნისს “დიდუბე პლაზა”-ში გაიმართა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება სადაც იმყოფებოდა ჩვენი კლუბის 4 წევრი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი, ისე გასართობი სახის ნომრები. იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მათ შორის Ph International-იდან სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი. ასევე ჩვენ ვნახეთ დოკუმენტური ფილმი, სადაც აღწერილი იყო  პროგრამაში ჩართული კლუბების საქმიანობა 1 წლის განმავლობაში. დღემ წარმატებით ჩაიარა, სხვადასხვა ჯილდოებით დაჯილდოვდნენ კლუბები. სიგელი მიიღო ჩვენმა კლუბმაც.

 

Advertisements

ცვლილებები კლუბში

მოგესალმებით. ჩვენს კლუბში ცვლილებებია. შევიცვალეთ ლოგო და სახელი. კლუბის ახალი სახელია F.G.I (future generation’s initiative) რაც მომავალი თაობის ინიციატივას ნიშნავს. იმედია ეს სიახლეები დაგვეხმარება გავხდეთ უფრო წარმატებულები. იხილეთ ახალი ლოგო, იმედია მოგეწონებათ :

დასუფთავების აქცია

2012 წლის 5 მაისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ “LIBCLUB”-ის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მხარდაჭერით, თბილისის ეროვნული პარკის (მცხეთის ჯვრის მიმდებარე) ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა კლუბმა. აქციაში მონაწილეობას იღებდა თბილისის რეგიონის 10 სამოქალაქო განათლების კლუბის 20 წევრი. დასუფთავების შედეგად შეგროვდა 35 ტომარა ნაგავი რომლის გატანაც ტერიტორიიდან უზრუნველყო მცხეთის მუნიციპალიტეტმა. დასუფთავების აქციის შემდეგ კლუბების წევრებმა მოილოცეს მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი და შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი. დღე ძალიან მხიარული, საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო გამოვიდა.

This slideshow requires JavaScript.

აღდგომა

ქრისტე აღსდგა! დღეს მართმადიდებელი სამყარო აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი კლუბის სახელით მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, მისი მადლი შეგეწიოთ.

სპექტაკლი “ჰელადოს”

დღეს 6 აპრილს ჩვენი კლუბის 4 წევრი ვიმყოფებოდით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც ვნახეთ სპექტაკლი “ჰელადოს”. ჩვენი კლუბის გარდა თეატრში იმყოფებოდნენ რამდენიმე სკოლის კლუბის წევრები. წარმოდგენამ ძალიან კარგად ჩაიარა და ემოციურიც იყო. მას ესწრებოდნენ სტუმრები საბერძნეთიდან.  სპექტაკლი ქართველების და ბერძნების მეგობრობას მიეძღვნა. საბოლოო ჯამში ყველა ნასიამოვნები დარჩა. იმედია ხშირად მოეწყობა ამ სახის ღონისძიებები. იხილეთ რამდენიმე სურათი :

This slideshow requires JavaScript.

კონფერენცია: „ახალგაზრდობა უკეთესი მომავლისათვის“

31 მარტს თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია: „ახალგაზრდობა უკეთესი მომავლისათვის“, რომელზეც განიხილებოდა 4 თემა: 1. გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები. 2. ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა. 3. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია. 4. ადამიანის / მოზარდის უფლებები და მოვალეობები. ღონისძიება ჩატარდა კლუბ LibClub_ის პატრონაჟით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი კლუბის 3-მა წევრმა. დღემ საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.

This slideshow requires JavaScript.

აქცია სოფელ ლამისყანაში

დღეს ჩვენმა კლუბმა მონაწილეობა მიიღო კლუბების ერთობლივ ინიციატივაში: “ეკოლოოგიის, ტურიზმისა და მოხალისეობის განვითარება-ხელშეწყობა”. ამ ინიციატივის ფარგლებში ვიმყოფებოდით სოფელ ლამისყანაში, სადაც ჩავატარეთ რამდენიმე აქცია კერძოდ დავასუფთავეთ იქ არსებული მუზეუმის ტერიტორია და იქაურ ბავშვებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. ინიციატივა განხორციელდა “მწვანე სკოლის” სამოქალაქო კლუბის მიერ და ამ იდეის გარშემო გაერთიანდა 12 სკოლა : 61-ე, 22-ე, 83-ე, 71-ე, 173-ე, 147-ე, მე-10, მე-11, პირველი ექსპერიმენტული, “მწიგნობართუხუცესი”, “შუმანი”, “მწვანე სკოლა”. დღემ წარმატებით ჩაიარა. იხილეთ სურათები:

This slideshow requires JavaScript.